Aa
Aa
23 სექტემბერი 2019  |  10:36

Laver Cup-ი ისევ ევროპის ნაკრებმა მოიგო

Laver Cup-ის 2019 წლის გამარჯვებული ევროპის ნაკრები გახდა. ბებერი კონტინენტის წარმომადგენლებმა საბოლოო წარმატებას როჯერ ფედერერისა და ალექსანდრ ზვერევის მოგებების შემდეგ მიაღწიეს.

მსოფლიოს ნაკრები ქულებით 10:7 დაწინაურდა, თანაც ევროპას ხელის ტრავმის გამო რაფა ნადალი გამოაკლდა, დარჩენილი ორივე ერთეულთა მატჩი კი ფედერერსა და ზვერევს აუცილებლად უნდა მოეგოთ.

38 წლის შვეიცარიელმა ჯონ ისნერს 2 სეტში დამაჯერებლად აჯობა, ზვერევს კი მილოშ რაონიჩის წინააღმდეგობის დასაძლევად 3 სეტი დასჭირდა. გადამწყვეტ პარტიაში, სუპერტაიბრეიკზე გერმანელმა შესანიშნავად ითამაშა და საკუთარ ნაკრებს Laver Cup ზედიზედ მესამედ მოაგებინა.

ტურნირის მომდევნო წლის გათამაშება უკვე აშშ-ს ქალაქ ბოსტონის არენა TD Garden-ში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები