Aa
Aa

"არსენალი" 3:2 "ასტონ ვილა" - 10 კაციანი "მეთოფეების" ბრწყინვალე "ქამბექი"!

პრემიერლიგის მე-6 ტურში „ემირეიტს სთეიდიუმზე“ ნამდვილი თრილერი შედგა. „არსენალმა“ ბირმინჰემის „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ემერის გუნდისთვის კოშმარული გამოდგა. მე-20 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, ხოლო 41-ე წუთზე მეიტლენდ ნაილსის გაძევების შემდეგ „მეთოფეები“ კაცნაკლულნი დარჩნენ.

მეორე ნახევარში ნამდვილი ომი დაიწყო. ნიკოლა პეპემ 51-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

9 წუთის შემდეგ სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ, გოლის ავტორი უესლი გახდა.

თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი არსენალი ბოლო 10 წუთში აფეთქდა. 81-ე წუთზე კალუმ ჩემბერსმა, ხოლო 84-ეზე ობამეიანგმა 3 ქულის მომტანი გოლები შეაგდეს და ეს საოცარი მატჩი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს.

6 ტურის შემდეგ ემერის გუნდი 11 ქულით მე-4 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები