ბეილის უცნაური ქმედება - უელსელსა და
Aa
Aa

ბეილის უცნაური ქმედება - უელსელსა და "რეალს" შორის უფსკრულია

როგორც ჩანს, გარეთ ბეილსა და „რეალს“ შორის ურთიერთობა უფრო გაუარესდა.

პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე განადგურების (0:3) შემდეგ გუნდში ცუდი განწყობაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რაც მატჩის დაწყებამდე მოხდა.

რაფაელ ვარანმა შეხვედრის დაწყებამდე გადასაღები ფოტოს წინ ბეილს ხელში გუნდის ვიმპელი მიაწოდა, უელსელის რეაქცია კი მოულოდნელი იყო.

ბეილი დაიბნა, გაუკვირდა და მცირე ფიქრის შემდეგ ვიმპელი გამოართვა, რის შემდეგაც ის მალევე კარვახალს გადასცა.

უელსელმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ის „რეალში“ თამაშით ბედნიერი არ არის.

უელსელი კლუბის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს და ამის სრული უფლებაც აქვს, რადგან სატრანსფერო ფანჯრისას ზიდანმა გუნდში მისი დატოვება აღარ ისურვა და თქვა, რომ რაც მალე გაყიდდნენ ბეილს მით უკეთესი იქნებოდა.

ამის შემდეგ, ზიზუმ უკან დაიხია და ბეილის დატოვება გადაწყვიტა, შემდეგ რადიკალურად განსხვავებული კომენტარიც გააკეთა, მაგრამ როგორც ჩანს გარეთისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს.

„ვიცი, რომ მე ნამდვილ ვირად გამომიყვანეს და ამ ყველაფერს ვიღებ, მიუხედავად იმისა რომ ეს არასწორია.

ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვთამაშობ, მაგრამ მე ვთამაშობ და ვარ პროფესიონალი, რომელიც გუნდისთვის მოედანზე ყველაფერს აკეთებს.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ სიმართლეს ბოლომდე გეტყვით ამ ყველაფერს გაცილებით დიდი ხმაური მოჰყვება.

ვთვლი, რომ ეს სიტუაცია ჩემსა და კლუბს შორის არის და მხოლოდ ჩვენ გვეხება. ადრე თუ გვიან რაიმე დასკვნამდე მისვლა მოგვიწევს“. - განაცხადა ბეილმა Sky Sports-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები