Aa
Aa

„რეალი“ გამოსაცდელი ადგილი არ არის" - ფერდინანდმა აზარი გააკრიტიკა

ლეგენდარულმა ინგლისელმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ედენ აზარის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. რიოს განცხადებით, ბელგიელი „სამეფო კლუბში“ არასწორ დროს გადავიდა.

„როცა ახალ კლუბში გადადიხარ, განსაკუთრებით კი „რეალში“, ისეთი ფეხბურთელი უნდა იყო, რომ ყველა ბურთს იღებდე. მან ვარჯიშებზე უფრო მეტი უნდა გააკეთოს, შემდეგ კი იქ დამუშავებული ოფიციალურ მატჩებში გადაიტანოს.

ვშიშობ, მან „სამეფო კლუბში“ გადასასვლელად არასწორი დრო შეარჩია. „რეალი“ არ არის გამოსაცდელი ადგილი, რომელშიც გადახვალ და განვითარებისთვის დრო მოგეცემა. მთავარია, კონკრეტულ მომენტში როგორ თამაშს აჩვენებ“.

აზარის გუშინდელი ასპარეზობის შესახებ კომენტარი პეტერ კრაუჩმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მადრიდელთა ახალწვეული საკუთარ თავს არ ჰგავდა.

„როცა „ჩელსიში“ თამაშობდა, მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში შედიოდა, თუმცა გუშინ საკუთარ თავს არ ჰგავდა. ლონდონურ კლუბში მთავარი ფეხბურთელი იყო, ყველას მას ეძებდა და პასს ნებისმიერი წერტილიდან უკეთებდნენ, მადრიდში კი ამ სტატუსს მოპოვება სჭირდება“.

28 წლის ვარსკვლავმა „ლოს ბლანკოსის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, თუმცა 70-ე წუთზე ადგილის ლუკას ვასკესისთვის დათმობა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები