Aa
Aa

"რეალის" ანტირეკორდები პსჟ-სთან ჯახში

ზინედინ ზიდანის „რეალს“ რთული პერიოდი უდგას და ეს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. „სამეფო კლუბმა“ კავანის, ნეიმარისა და მბაპეს გარეშე მოასპარეზე ვერაფერი მოუხერხა და 3-0 დამარცხდა.

„პარკ დე-პრენსის“ ბინადრებთან მატჩში „ბლანკოსმა“ რამდენიმე ანტირეკორდი მიითვალა. ყველაზე შესამჩნევი ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში იყო. ზიდანის წინამძღოლობით „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე სამბურთიანი სხვაობით არასდროს წაუგია.

აღსანიშნავია ასევე, რომ „სამეფო კლუბს“ პსჟ-ს კარში ზუსტად არცერთხელ დაურტყამს. მიუხადავად იმისა, რომ „ზიზუს“ შეტევის ხაზში აზარი, ბენზემა, ბეილის ტრიო ჰყავდა გამწესებული, „ლოს ბლანკოსმა“ კეილორ ნავასის შეწუხება ვერცერთხელ მოახერხა, რაც 2003-04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.

დაბოლოს, “რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ნული ქულით 2006 წლის შემდეგ პირველად დაიწყო. მადრიდელები ცუდ ფორმაში არიან, რაზეც ლა ლიგაში დაფიქსირებული შედეგიც მოწმობს. „სამეფო კლუბს“ 12 შესაძლო ქულიდან, მხოლოდ 8 აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები