რონალდუ საკუთარმა შვილმა გაანაწყენა
Aa
Aa

რონალდუ საკუთარმა შვილმა გაანაწყენა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ 5 წლის შვილზე განაწყენებული გახლავთ. მიზეზი კი, ასევე "სამეფო გუნდის" ფეხბურთელი გარეტ ბეილია, რომელიც უმცროსმა რონალდუმ საკუთარ მამაზე სწრაფ ფეხბურთელად მიიჩნია.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ შვილზე ვოცნებობდი. მან მე მთლიანად შემცვალა. თუმცა ერთხელაც ის სახლში სკოლიდან დაბრუნდა და შემდეგი რამ მითხრა: "მამა, ბეილი შენზე სწრაფია". ამან ძალიან გამაკვირვა. არავინ, მსოფლიოში არავინ არ არის ჩემზე სწრაფი, ვუპასუხე მე მკაცრად. მან კი მითხრა, რომ ეს ყველაფერი სკოლაში მოისმინა. ასევე მომივიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე, მესი ოცნებობს ისეთივე სიძლიერის დარტყმა შეეძლოს მარჯვენა ფეხით, როგორიც მე მაქვს. სინამდვილეში მე ამ ყველაფერზე ძალიან ვხალისობ. ის ჯერ კიდევ ბავშვია" - განაცხადა რონალდუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები