Aa
Aa

"ბო**ს შვილი ხარ... პარიზში ბო**ბის ადგილი არაა" - პსჟ-ს ქომაგების ობსტრუქცია და ნეიმარის პასუხი

ნეიმარის სატრანსფერო საგის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანსაც დაუბრუნდა.

როგორც იქნა ის ტუხელმა განაცხადში შეიყვანა და ათამაშა კიდეც. „ნეი“ „სტრასბურის“ წინააღმდეგ მწვანე მინდორს დაუბრუნდა.

მატჩამდე და მისი მსვლელობისას ბრაზილიელს პარიზელი ქომაგები უწმაწურად მოიხსენიებდნენ და შეურაცხმყოფელ ბანერებს აფრიალებდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე ნეიმარის გვარის გამოცხადებს ტრიბუნებიდან სტვენა მოჰყვა.

"ნეიმარ, ბოზის შვილი ხარ", - სკანდირებდნენ პსჟ-ს ქომაგები.

„20 მილიონი იმისთვის, რომ უკან მესისთან დაბრუნდე. პარიზში ბოზების ადგილი არაა“, - დაწერეს ბანერზე პსჟ-ს გულშემატკივრებმა.

როგორც მოგეხსენებათ, აგვისტოს ბოლოს იწერებოდა, რომ ნეიმარი 20 მილიონი ევროს საკუთარი ჯიბიდან გადახდას გეგმავდა, რომ „ბლაუგრანაში“ დაბრუნება დაეჩქარებინა.

საბოლოოდ ყველაფერი ნეიმარის პასუხით დასრულდა, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდგა. პარიზელები მატჩის მოგებას ვერ ახერხებდნენ, საბოლოოდ კი 92 წუთზე ბრაზილიელმა აკრობატული დარტყმით გოლი შედევრი შექმნა და გუნდს 3 ქულის აღებაში დაეხმარა.

 

ვნახოთ როგორ გაგრძელდება ქომაგებისა და ნეიმარის ურთიერთობა. მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე შედგება - პარიზს მადრიდის „რეალი“ ესტუმრება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები