იბრა:
Aa
Aa

იბრა: "არჩევანი უკვე გავაკეთე"...

შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებს დამაინტრიგებელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნა, რომ მომავალთან დაკავშირებით არჩევანი გაკეთებული აქვს.

"მომავალი უკვე დაწერილია, ჩემი არჩევანი გავაკეთე! თუმცა არაა აუცილებელი ევროპის ჩემპიონატამდე ოფიციალურად ყველაფერი გაცხადდეს. ამ დროის მანძილზე მედიაში ბევრი სისულელე დაიწერება და ეს ძალიან სახალისოა". - ჩვეულად ენაკვიმატია იბრაჰიმოვიჩი. 

"უამრავი შემოთავაზებაა, უამრავი ვარიანტი, თუმცა გეტყვით, რომ სანამ ევროპის ჩემპიონატი არ მორჩება ახალს ვერაფერს გაიგებთ". - დაასრულა "იბრაკადაბრამ".

შეგახსენებთ, რომ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრაჰიმოვიჩს მოთამაშეობის პარალელურად, ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობას სთავაზობდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები