Aa
Aa

იგუაინი: "იუვეში იმიტომ დავბრუნდი, რომ"...

ზაფხულში გონსალო იგუაინის სამომავლო გეგმების შესახებ ბევრი იწერებოდა. „პიპიტას“ „იუვენტუსის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა არგენტინელი თავდამსხმელი ტურინში დარჩა და მაურიციო სარის გუნდში იასპარეზებს.

იგუაინს მასზე გაცემული ავანსების გამართლება სურს და ეს Sky Sport Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა.

„როგორც კი ტურინში დავბრუნდი, ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. ჩემი მიზანი იუვენტუსში დარჩენა იყო. აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ ვიმუშავო და დავამტკიცო, რომ იუვეში თამაშს ვიმსახურებ“.

„იუვენტუსი დიადი კლუბია, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გუნდის ღირსებას რომ ვიცავ“.

იტალიურ გამოცემასთან საუბრისას „პიპიტამ“ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც გააკეთა და აღნიშნა: „როცა რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მან სერიოზული პროგრესი განიცადა. რონალდუს უფრო დიდი ამბიციები აქვს და რეკორდების დამყარება სურს. სიმართლე გითხრათ ძალიან მიხარია იგი კიდევ ერთხელ რომ ვიპოვე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები