Aa
Aa

"რეალის" ნომერ პირველი სამიზნე! მბაპე პსჟ-ში ბოლო სეზონს ატარებს?

2019 წლის სატრანსფერო ფანჯარა მადრიდის „რეალისთვის“ არც ისე წარმატებული გამოდგა.

ზინედინ ზიდანი განუხორციელებელ ტრანსფერებზე უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებს. ზიზუმ ფლორენტინო პერესისგან დაპირებული მოთამაშეები ვერ მიიღო.

Daili Mail-ის ინფორმაციით, „რეალი“ სიტუაციის გამოსწორებას 2020 წლის ზაფხულში შეეცდება და მათი ნომერ პირველი სამიზნე კილიან მბაპე იქნება.

ესპანური პრესა საკმაოდ დიდი ალბათობით ვარაუდობს, რომ 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ პსჟ-ს ნეიმარი და მბაპე დატოვებენ. ბრაზილიელი „ბარსას“ შეუერთდება, ფრანგი კი „რეალს“.

მბაპეს დამატება ზიდანის პირდაპირი მოთხოვნაა. მას ასევე პოგბას შეძენაც სურს, თუმცა „მანჩესტერის“ ნახევარმცველის გაფორმება პრიორიტეტული არ გახლავთ.

აქვე გეტყვით, რომ მბაპემ პსჟ-ს 3 თვის წინ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.

ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზელებთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს მას ლიგა 1-ის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

პსჟ მბაპეს გასხვისებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს, თუმცა მის მსურველ კლუბებს 200 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ და სავარაუდოდ ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად შევა.

მბაპემ ამჟესტით "რეალს" და კიდევ ბევრ გუნდს მესიჯი გაუგზავნა, რომ სავარაუდოდ ეს მისი ბოლო ფრანგული სეზონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები