ბართომეუ:
Aa
Aa

ბართომეუ: "ჩვენც და ნეიმარმაც ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ...ბევრ რამეს პრესა იგონებს"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსპე მარია ბართომეუმ პრესასთან ისაუბრა და სატრანსფერო ფანჯრისას განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

ბართომეუ ნიემარის საკითხს საკმაოდ ვრცლად შეეხო, მან ასევე პრესის ჭორებისა და ლეო მესის შესახებაც ისაუბრა.

“არა, ნეიმარი ჩვენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ვერ შემოგვიერთდება. ამას „ბარსელონა“ არ წყვეტს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ნეიმარი გაგვეფორმებინა. პარიზელთათვის რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი არ შეგვითავაზებია, სახელები მხოლოდ მათი მხრიდან მოდიოდა და პრესაც ამას წერდა.

ჩვენგან იყო წინადადება, რომელიც ნეიმარის იჯარით აყვანას ითვალისწინებდა და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლებას გვიტოვებდა.

ვიცით, რომ პსჟ-სთან მოლაპარაკებებს სხვა გუნდებიც აწარმოებდნენ. ერთ დღესაც ნეიმარმა პარიზელებს სთხოვა, რომ ეს შეეწყვიტათ და მოლაპარაკებები მხოლოდ „ბარსელონასთან“ ეწარმოებინათ. მას ჩვენთან დაბრუნება სურდა.

ნეიმარმა ყველაფერი გააკეთა - მან თავის კლუბს მისი სურვილის შესახებ აცნობა, ის ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ მას ამ სეზონის გატარება პსჟ-ს რიგებში მოუწევს.

არა, მესის ნეიმარის დაბრუნება არ მოუთხოვია. ეს იყო კარგი შანსი, რომ კარგი მოთამაშე დაგვემატებინა და ჩვენ საამისოდ ყველაფერი ვცადეთ.

ნეიმარის შეძენას კიდევ შევეცდებით.

გასახდელში ფეხბურთელებს ტრანსფერებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. მათ გრიზმანის ტრანსფერისთვის ვეტო არ დაუდიათ, ამ ყველაფერს პრესა იგონებს.

დიახ მართალია, რომ მესის კონტრაქტში არის პუნქტი რომლის თანახმადაც მას ყველა სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება სრულიად უფასოდ შეუძლია. ასე იყო პუიოლის, ჩავისა და ინიესტას შემთხვევაშიც. ასეთი ფეხბურთელები იმსახურებენ მსგავს არჩევანს. მათ კლუბისთვის ყველაფერი გააკეთეს და „ბარსა“ ძალიან უყვართ.

მესის კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ჩვენ მას გახანგრძლივებას კვლავ შევთავაზებთ. კლუბი ამ საკითხთან დაკავშირებით მშვიდადაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები