Aa
Aa

ფაბრეგასი: „მესის მსგავსი სხვა ფეხბურთელის მოძებნა შეუძლებელია.

ფრანგული „მონაკოს“ ვარსკვლავმა, ცესკ ფაბრეგასმა, მადრიდულ AS-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ლიონელ მესის შეეხებოდა. ფაბრეგასი ამბობს, რომ არგენტინელთან დაკავშირებით ისეთი რაღაცები აქვს ნანახი, რასაც უბრალოდ ვერ დაიჯერებ.

მესის მსგავსი სხვა ფეხბურთელის მოძებნა შეუძლებელია. ჩვენ რონალდოსა და რონალდინიოს მსგავს ბრწყინვალე ფეხბურთელებს მოვესწარით, მაგრამ მესი უკვე 15 წელია საუკეთესოობას არავის უთმობს. იგი კარიერის მე-17 სეზონს ატარებს და 18 წლის ასაკიდან მოყოლებული საუკეთესოა.

შემიძლია გითხრათ, რომ მე მასთან დაკავშირებით ისეთი რაღაცები მაქვს ნანახი, რასაც უბრალოდ ვერ დაიჯერებთ. მას ყოველ 3 დღეში გოლები გააქვს, სხვადასხვა სასაათო სარტყელთან შეგუება ხშირად უწევს - ჯერ არგენტინის ნაკრებს ლიდერობს, შემდეგ კი კლუბში დაბრუნდება და ჰეთ-თრიქს შეასრულებს. დამიჯერეთ, ეს ნორმალური არაა.

კარგი იქნებოდა, მასთან ერთად უფრო მეტი მეთამაშა. ამ კუთხით, მართლაც, ცოტა არ გამიმართლა. პირველ სეზონში ჩვენ მოედანზე ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებდით, თუმცა შემდეგ ორ სეზონში, ტრავმების გამო, საშინელი პერიოდი მქონდა. გადამწყვეტ მომენტებში ჩემს მაქსიმუმს ვერ ვავლენდი, რამაც ყველა თანაგუნდელთან მოედანზე დამოკიდებულებაზე იმოქმედა, მათ შორის - მესისთანაც“.

ფაბრეგასს კილიან მბაპეს შესახებაც ჰკითხეს, რაზეც ესპანელმა განაცხადა, რომ იგი ფენომენალური ფეხბურთელია და ერთ დღესაც საუკეთესო გახდება.

გამოცდილი ესპანელი „მონაკოში“ იანვარში, ტიერი ანრის გამო, გადავიდა, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა ლეონარდო ჟარდიმის ხელმძღვანელობით თამაში უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები