პოგბას ტრავმის გამო ნაკრებში გენდუზის დაუძახეს
Aa
Aa

პოგბას ტრავმის გამო ნაკრებში გენდუზის დაუძახეს

პოლ პოგბამ ტერფის ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ნაკრების მომდევნო ორ შეხვედრას გამოაკლდა, რის გამოც ეროვნულ გუნდში თამაშის შანსი "არსენალის" ნიჭიერ ნახევარმცველ მატეო გენდუზის მიეცემა.

20 წლის გენდუზი "სამფეროვანთა" შეკრებაზე პირველად გამოიძახეს და არის შანსი, რომ მან უახლოეს დღეებში ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს.

ახალგაზრდა შუახაზელს "არსენალის" რიგებში მშვენიერი სეზონი აქვს და უნარი ემერის ფორმაციის გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვან მოთამაშედ ითვლება. გენდუზი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სოლიდურ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. დიდი დეშამის შეგირდები სექტემბრის სანაკრებო პაუზისას ალბანეთისა და ანდორას წინააღმდეგ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები