ლორენტე "ნაპოლის" შეუერთდა
ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, ლონდონის „ტოტენჰემიდან“ აბარგებული ფერნანდო ლორენტე იტალიური „ნაპოლის“ რიგებს შეუერთდება. გარიგების შესახებ ოფიციალურად უკვე გამოცხადდა.
ვეტერანმა ესპანელმა ფორვარდმა „ნაპოლის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა და „პარტენოპეისთან“ 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.
ლორენტე სერია A-ში 2013-2015 წლებში თამაშობდა, იგი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახლდათ და გუნდთან ერთად „სკუდეტო“ 2-ჯერ მოიგო.