არსენალი 2:2 ტოტენჰემი - სანახაობრივი ლონდონური დერბი და ლოგკური ფრე
Aa
Aa

არსენალი 2:2 ტოტენჰემი - სანახაობრივი ლონდონური დერბი და ლოგკური ფრე

პრემიერლის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი „ემირეიტს სთეიდიუმზე“ შედგა. ლონდონურ დერბიში „არსენალმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და შედეგი ცალსახად ლოგიკური გახლდათ.

პირველი ტაიმი სტუმრების იყო. პოჩეტინოს გუნდმა „არსენალს“ ბურთი დაუმალა და 2:0 დაწინაურდა. „დეზების“ მხრიდან გოლების ავტორები კრისტიან ერიკსენი და ჰარი კეინი გახდნენ.

„არსენალმა“ ტაიმის დამატებულ მე-2 წუთზე მეტოქეს ბურთი გასახდელში გაატანა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. გოლის ავტორი ალექსანდრ ლაკაზეტი გახდა.

მეორე ნახევარი უნაი ემერის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და 71-ე წუთზე პიერ ემერიკ ობამეიანგის გამათანაბრებელი გოლით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია გენდუზის ბრწყინვალე საგოლე გადაცემა.

შეხვედრის ბოლო წუთები გახსნილ ორმხრივ შეტევებში წარიმართა და საბოლოოდ უგოლოდ დასრულდა.

4 ტურის შემდეგ „არსენალს“ 7 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო „ტოტენჰემი“ 5 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები