Aa
Aa

პსჟ სერხიო რიკოს შეძენას გეგმავს

ლიგა ერთის მოქმედი ჩემპიონი, "პარი სენ-ჟერმენი" "სევილიას" გოლკიპერს, სერხიო რიკოს უმიზნებს. ფრანგული გრანდი მაღალი დონის მეკარის გადაბირებაზეა ორიენტირებული, რომელმაც გუნდიდან წასული ჯანლუიჯი ბუფონი უნდა შეცვალოს..

ტომას ტუხელის კოლექტივს მადრიდის "რეალის" კარის დარაჯს, კეილორ ნავასს უკავშირებენ, თუმცა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით პარიზელებმა შესაძლოა სერხიო რიკოც გაიფორმონ.

ნავასის გადაბირების შემთხვევაში რიკო სათადარიგო მეკარის ფუნქციებს შეითავსებს.

ესპანელმა გოლკიპერმა 2018-19 წლების სეზონი იჯარის წესით "ფულემში" გაატარა და პრემიერ ლიგის 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "რამონ სანჩეს პისხუანზე" დაბრუნების შემდეგ, მას ხულენ ლოპეტეგი არ ენდობა და ლა ლიგის სამივე შეხვედრაში სათადარიგო სკამზე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები