ფრე
Aa
Aa

ფრე "საუთჰემპტონში" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი ქულები დაკარგა

პრემიერლიგის მე-4 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი ქულები დაკარგა. ოლე გუნარ სულშერის გუნდი „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და ფრედ 1:1 ითამაშა.

„წითელმა ეშმაკებმა“ შეხვედრა კარგად დაიწყეს და დაწინაურდნენ კიდეც. მე-10 წუთზე 21 წლის დანიელ ჯეიმსმა მაკტომინეის გადაცემის შემდეგ თავისიანები დააწინაურა.

მეორე ნახევარში 58-ე წუთზე იანიკ ვესტერგაარდმა წონასწორობა აღადგინა. გოლიდან 13 წუთის შემდეგ მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა „მანჩესტერმა“ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო და შედეგად მორიგი ქულები დაკარგა.

ამ მომენტისთვის „იუნაიტედი“ 5 წულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ სულშერის შეგირდები აუცილებლად ჩამოქვეითდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები