დემარკუს კაზინსს კვლავ პრობლემები აქვს!
Aa
Aa

დემარკუს კაზინსს კვლავ პრობლემები აქვს! "ბუგი" მორიგ სკანდალში გაეხვა

ხუთშაბათს ალაბამის შტატის პოლიციამ დემარკუს კაზინსის დასაკავებელი ორდერი გასცა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრს ბრალს ოჯახურ ძალადობაში სდებენ.

საქმე ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს ეხება. „ბუგის“ ყოფილი მეუღლე, კრისტი უესტი აცხადებს, რომ ხელმეორედ დაოჯახების წინა დღეს კაზინსმა მას დაურეკა და საერთო შვილის ქორწილში წაყვანა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ დემარკუსი მუქარაზე გადავიდა: „თუ ჩემი შვილის წაყვანის უფლებას არ მომცემ, მაგ თავში ტყვიას დაგაჭედებ“.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, თუ სასამართლომ „ლეიკერსის“ კალათბურთელი დამნაშავედ სცნო, შესაძლოა მას გისოსებს მიღმა მოუწიოს დროის გატარება, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.

კაზინსის ქმედებების შესახებ ლოს-ანჯელესურ გუნდსაც ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება, თუმცა გამოძიების დასრულებამდე გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „ბუგიმ“ რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით 2019-20 წლების სეზონს გამოტოვებს. 29 წლის დემარკუსი გასულ სეზონში 16.3 ქულას და 8.2 მოხსნას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები