Aa
Aa

სიმეონე "კალიარიში" ითამაშებს

დიეგო სიმეონეს ვაჟი, ჯიოვანი სიმეონე, კარიერას სარდინიული „კალიარის“ რიგებში გააგრძელებს. 24 წლის არგენტინელმა „სამპდორიას“ ვარიანტს სწორედ „როსობლუს“ მაისურით თამაში ამჯობინა.

ჯიოვანის სარდინიაზე დღეს ელოდებიან, იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. „კალიარი“ მის სატრანსფერო უფლებებს სრულად გამოისყიდის, რისთვისაც „ფიორენტინა“ 16 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯიოვანი სიმეონე იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარმა „ჯენოადან“ გაიცნო, სადაც მან წარმატებული 1 სეზონი გაატარა, „ფიორენტინაში“ კი ფეხი ბოლომდე ვერ მოიკიდა და სერია A-ს გასულ გათამაშებაში მხოლოდ 6 გოლი შეაგდო.

აქვე დავამატოთ, რომ „კალიარი“ უახლოეს საათებში კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს. სარდინიაზე „რომას“ გოლკიპერი რობინ ოლსენი ჩავა, რომელიც კლუბს 1-წლიანი მშრალი საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდება. ოლსენმა კალიარელთა ტრავმირებული პირველი მეკარის, ალესიო კრანიოს, ადგილი უნდა დაიკავოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები