Aa
Aa

ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტში" დაბრუნდა

"დეტროიტ პისტონსში" გატარებული სეზონის შემდეგ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" დაბრუნდა. უბრალოდ ამჯერად ქართველი ცენტრი კალათბურთელის ფუნქციებს არ შეითავსებს.

ზაზამ კარიერა დაასრულა და ადმინისტრაციულ და საკალათბურთო საკითხებში "მეომრების" მრჩეველი გახდა. ეს ინფორმაცია "უორიორსმა" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

Big Z-მ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 წელი გაატარა და "ორლანდო მეჯიქის", "მილუოკი ბაქსის", "ატლანტა ჰოქსის", "დალას მავერიქსის", "გოლდენ სტეიტ უორიორსის" და "დეტროიტ პისტონსის" ღირსებას იცავდა.

ფაჩულიას კარიერის საუკეთესო მომენტი სწორედ ოკლენდურ გუნდს უკავშირდება. "გოლდენ სტეიტთან" ერთად ქართველმა ცენტრმა NBA-ის ჩემპიონობა მიჯრით დაისაკუთრა.

გასულ სეზონში ჩვენებური 3.9 ქულას, 3.9 მოხსნასა და 1.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მისი კარიერული მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება - 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 ასისტი. ზაზას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1098 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები