Aa Aa
29 აგვისტო 2019  |  15:22

"ბარსა" დემბელეს გადარწმუნებას ცდილობს!

imgbanner

ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი დიდწილად უსმან დემბელეზეა დამოკიდებული. „პარი სენ-ჟერმენი“ „ნეის“ ტრანსფერში ფრანგი ფეხბურთელის ჩართვას ითხოვს, თუმცა 22 წლის ახალგაზრდა „კამპ ნოუს“ დატოვებაზე უარს აცხადებს.

დემბელეს აგენტმა, მუსა სისოკომ აღნიშნა, რომ მის კლიენტს კატალონიურ კლუბთან ერთად წარმატების მიღწევა სურს და დასძინა, რომ უსმანი 100 პროცენტით „ბარსაში“ დარჩება.

ესპანური პრესის ცნობით „ბლაუგრანას“ მესვეურები ყველაფერს აკეთებენ, რათა დემბელემ პოზიცია შეცვალოს. Cadena SER-ის მიხედვით „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი და გუნდის თავკაცი, ერნესტო ვალვერდე ახალგაზრდა შემტევთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მის გადარწმუნებას ცდილობენ.

მხარეებს შორის დიალოგი მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს და კატალონიელები რადიკალურ ქმედებებს არ მიმართავენ. აქვე დავძენთ, რომ ევროპული პრესის მიხედვით დემბელეს ტომას ტუხელიც დაუკავშირდა და პსჟ-შ გადასვლა შესთავაზა.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები