მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობას ღირსეულად დაემშვიდობა
Aa
Aa

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობას ღირსეულად დაემშვიდობა

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა ღირსეულად დაასრულა.

ბოლქვაძე მსოფლიოს მე-3 ჩოგანს ჩეხ კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდა და 2 სეტში 1:6, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მარიამს ფეხის ტრავმა აწუხებდა და 100%-ით მზად არ იმყოფებოდა.

მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე მეორე წრეში მოხვედრით 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ისტორიული გამარჯვება ჩინელ შილინ სიუსთან დაპირისპირებაში მოიპოვა. მარიამმა 2 საათსა და 15 წუთში 6:4, 2:6, 6:4 იმარჯვა.

შემდეგ 21 წლის ქართველი ადგილობრივ ბერნარდა პერას დაუპირისპირდა, რომელიც მასზე 3 წლით უფროსი გახლდათ, ხოლო WTA-ს რეიტინგში ბევრად წინ, 65-ე ადგილზე იმყოფებოდა (ბოლქვაძე 202-ეა). ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ. შეხვედრა მარიამის გამარჯვებით 6:3; 5:7; 6:4 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები