Aa
Aa

მოლაპარაკებები პარიზში და ოპტიმიზმი კატალონიაში - ნეიმარი "კამპ ნოუს" უახლოვდება

ნეიმარი „ბარსელონას“ სულ უფრო და უფრო უახლოვდება. ესპანური Sport-ის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, „ბარსა“ პარიზელებს იჯარის წესით დემბელეს, ხოლო რაკიტიჩის მიყიდვას სთავაზობს და პლუს ამას 100-130 მილიონ ევროს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას დემბელეს ფაქტორი აფერხებს, რომელიც ჯერჯერობით წასვლაზე თანახმა არ არის.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe კი წერს, რომ ტომას ტუხელი ბრაზილიელის გაშვებას დათანხმდა. გერმანელი სპეციალისტი მზადაა „ბარსას“ წინადადება დემბელე-რაკიტიჩს პლუს 130 მილიონი მიიღოს და ნეიმარი გაუშვას.

"ბარსელონას“ წარმომადგენლები მოლაპარაკებებს პოზიტიურად აფასებენ და ნეიმარის გადაბირებაში დარწმუნებულები არიან.

შესაძლოა პირობები კიდევ შეიცვალოს და მხარეებმა შეთანხმებას სხვა პირობებით მიაღწიონ. მოსალოდნელია, რომ ყველაფერი უახლოეს 48 საათში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები