Aa
Aa

შიკი გერმანიაში მიდის

იტალიური პრესის ცნობით, „რომას“ ჩეხი ფორვარდი, პატრიკ შიკი, გერმანიის ბუნდესლიგაში გადაბარგდება და „ლაიფციგის“ მაისურს მოირგებს.

23 წლის შიკის საქსონიურ კლუბში გადასვლა მხარეებს შორის უკვე შეთანხმებული საკითხია და ჩვენი აპენინელი კოლეგები გარიგების დეტალებსაც გვამცნობენ. ახალგაზრდა ჩეხი „ლაიფციგს“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდეგ კი გერმანელებს მისი 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლებათ.

„რომამ“ შიკის შემცვლელს უკვე მიაგნო და „ატლეტიკოდან“ ნიკოლა კალინიჩის დამატებას გეგმავს. როგორც იწერება, ხორვატი შემტევი რომში 1-წლიანი იჯარითა და 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით გადაბარგდება.

პატრიკ შიკი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფორვარდად ითვლებოდა და ჯერ კიდევ ითვლება, თუმცა მან რამდენიმე მძიმე ტრავმა გადაიტანა და სტაბილურად ათამაშება ვერაფრით შეძლო. იგი „რომას“ გენუის „სამპდორიადან“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები