Aa
Aa

სანჩესის "ინტერში" ტრანსფერს მარსიალის ტრავმა შეაფერხებს?

მილანის „ინტერი“ ალექსის სანჩესის თაობაზე სატრანსფერო მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა, შესაძლოა, ენტონი მარსიალის ტრავმამ გარიგება ჩაშალოს.

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ ფრანგი შემტევის დაზიანების გამო, არის შანსი, „წითელმა ეშმაკებმა“ სანჩესის „ინტერში“ გაშვებაზე უარი თქვან, თუმცა ჯერ მაინც ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმეა გამოსაკვლევი. მარსიალს სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში ჩაუტარებენ, რის შემდეგაც საკითხი უფრო კონკრეტულად გვეცოდინება.

ჩილელი ფეხბურთელი „ნერაძურიში“ იჯარით გადასვლაზე თანახმაა, კლუბებს შორის კი საუბარი მხოლოდ ხელფასის გადახდის ფორმაზე მიმდინარეობდა. იტალიელები მზად არიან, სანჩესის ამჟამინდელ ხელფას 15 მილიონ ევროდან 5 თავად გადაიხადონ, დანარჩენი კი „მანკუნიანელთა“ ვალდებულება იქნება.

სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო გვამცნობს, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა და წესით ყველაფერი უახლოეს 2-3 დღეში უნდა გაირკვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები