Aa Aa
27 აგვისტო 2019  |  14:20

"ბარსელონა" მზადაა რაკიტიჩს შეელიოს

imgbanner

კატალონიის „ბარსელონა“ მზადაა ივან რაკიტიჩს შეელიოს. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს. „ბლაუგრანას“ მესვეურები თვლიან, რომ ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მიიღებენ და მიაჩნიათ, რომ რაკიტიჩის წასვლით გუნდი დიდად არ დაზარალდება.

„ბლაუგრანას“ თავკაცი, ერნესტო ვალვერდე 31 წლის ნახევარმცველის გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა პოზიცია შეცვალა. AS-ის ცნობით თუ “ბლაუგრანამ“ შესაფერისი წინადადება მიიღო, ესპანელი სპეციალისტი რაკიტიჩის ტრანსფერს აღარ დაბლოკავს.

ჯერჯერობით რაკიტიჩის მსურველი არ გამოჩენილა და „ბარსას“ არავინ დაკავშირებია, თუმცა AS-ის თანახმად შესაძლოა უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვალოს.

აღსანიშნავია, რომ ხორვატ ფეხბურთელს „კამპ ნოუს“ დატოვება არ უნდა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ თავს მშვენივრად გრძნობს. რაკიტიჩს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. მუნდიალის შემდეგ ბართომეუ მას ახალ ხელშეკრულებას დაჰპირდა, თუმცა პირობა პირობად დარჩა.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები