Aa
Aa

დალბერტის თანხმობა - "ინტერი" და "ფიორენტინა" ფეხბურთელებს გაცვლიან

Tuttosport-ისა და Sportitalia-ს ერთობლივი ცნობით, მილანის „ინტერი“ და „ფიორენტინა“ დალბერტისა და კრისტიანო ბირაგის ბარტერს გაჩარხავენ.

კლუბებმა შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს, თუმცა გარიგება დალბერტის გადაწყვეტილებამ გააჭიანურა, რომელმაც გუშინდელამდე „ფიორეში“ გადასვლაზე უარს აცხადებდა.

საბოლოოდ, ბრაზილიელი მოთამაშე დაიყოლიეს, რაც ნიშნავს, რომ კლუბები გარიგების შესახებ უახლოეს საათებში გამოაცხადებენ. ხსენებული გამოცემების თქმით, როგორც დალბერტი, ასევე ბირაგი, ახალ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდეგ კი კლუბებს მათი გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

25 წლის დალბერტი „ინტერმა“ „ნიცასგან“ 2017 წლის ზაფხულში დაიმატა, ბირაგი კი საერთოდ „ინტერის“ სკოლის აღზრდილია, თუმცა „შავ-ლურჯთა“ ძირითად გუნდში თამაში არ მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები