7 გოლიანი სპექტაკლი
Aa
Aa

7 გოლიანი სპექტაკლი "კამპ ნოუზე": გრიზმანის დუბლი - "ბარსამ" "ბეტისი" დაამარცხა

ლა ლიგის მე-2 ტურში „ბარსელონამ“ „ბილბაოში“ დამარცხების შემდეგ ხასიათი გამოისწორა და „კამპ ნოუზე“ 7 გოლიან სპექტაკლში „ბეტისი“ 5:2 დაამარცხა.

სევილიელები ნაბილ ფეკირის გოლით დაწინაურდნენ და თამაშიც მათი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა ტაიმის მიწურულს სერხი რობერტოს ზუსტი გადაცემის შედეგად ანტუან გრიზმანმა თავისი პირველი „ბარსელონური“ გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ბარსამ“ „ბეტისს“ 10 წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანა და თამაში დაუსრულა.

გრიზმანმა ულამაზესი დარტყმით დუბლი გაიფორმა, ხოლო კარლეს პერესმა უამრავი მცდელობის შემდეგ დამსახურებული გოლი მიიღო.

თავი გამოიჩინა ხორდი ალბამაც, რომელიც ჩვეულ სტილში შეტევაში აქტიური და დამაჯერებელი იყო.

77-ე წუთზე კი მოედანზე სამი წუთის შესულმა არტურო ვიდალმა პერესი-გრიზმანის კომბინაციის შემდეგ ერთი შეხებით გაიტანა.

შეხვედრის ბოლო გოლი ლორენ მორონმა გაიტანა, რომელმაც ტერ შტეგენს ცხრიანში აუღებელი დაურტყა.

და ასევე - შეხვედრაში მონაწილეობა 16 წლის ფატიმ მიიღო, რომელიც „ბარსელონას“ ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები