Aa
Aa

ყველაფერი იცვლება? ნეიმარი შესაძლოა პსჟ-ში დარჩეს?

ნეიმარის სატრანსფერო საგა სრულდება. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ბრაზილიელის პსჟ-ში დარჩენის შანსები საგრძნობლად გაზარდა.

ესპანური Mundo-ს ცნობით, „ბარსელონას“ იმედი აღარ აქვს, რომ ფეხბურთელის გადმობირებას შეძლებს.

კატალონიელები თვლიან, რომ მათ შესაბამისი ფინანასური შესაძლებლობები ამ მომენტისთვის არ გააჩნიათ, რათა პარიზელთა მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

კლუბი თვლის, რომ ნებისმიერი შეთავაზება რასაც ისინი გააკეთებენ, პსჟ მას დაბლოკავს.

უკანასკნელ ორ დღეში ნეიმარის გარემოცვაც სხვაგვარად ალაპარაკდა. მათი თქმით ბრაზილიელი პროფესიონალია და ომის დაწყებას არ აპირებს. ის კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ პსჟ შესაბამის წინადადებას მიიღებს.

პრაქტიკულად გამორიცხულია „რეალის“ ვარიანტიც, მადრიდელები აქცენტს ბეილისა და ხამესის შენარჩუნებაზე აკეთებენ. ზიდანს ახალი თავსატკივარი არ სურს, ის ამჟამინდელი კონტიგენტით კმაყოფილია.

თავად პსჟ კი თადარიგს იჭერს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნეიმარის წასვლის შემთხვევაში ისინი უილფრიდ ზაჰას შეძენას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები