Aa
Aa

"იუვემ" სერია ა მოკრძალებული გამარჯვებით გახსნა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია ა გამარჯვებით დაიწყო. მაურისიო სარის გუნდი „პარმას“ ესტუმრა და ჯორჯო კიელინის გოლით იმარჯვა.

„ბებერმა ქალბატონმა“ ანგარიში მალევე გახსნა. 21-ე წუთზე სტანდარტულის შემდეგ საჯარიმოში კიელინიმ იაქტიურა და სეზონის პირველი გოლი მის ანგარიშზე ჩაწერა.

აქტიური იყო რონალდუ, რომელსაც საკმაოდ ბევრი შანსი ჰქონდა, თუმცა პორტუგალიელი დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდა.

კრიშტიანუმ გატანაც შეძლო, თუმცა ვიდეო რეფერიმ საკამათო თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

ამრიგად, სერია ა-ს რეკორდსმენა მიჯრით 8 გზის ჩემპიონმა „იუვემ“ აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა. სარის გუნდის მეტოქე მეორე ტურში „ნაპოლი“ იქნება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები