ლამპარდის
Aa
Aa

ლამპარდის "ჩელსის" პირველი გამარჯვება დრამატულ 5 გოლიან ბრძოლაში!

პრემიერლიგის მე-3 ტურში ფრენკ ლამპარდის „ჩელსიმ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. „არისტოკრატებმა“ „ნორვიჩს“ სტუმრად დრამატულ ბრძოლაში 3:2 სძლიეს.

საწყის ნახევარ საათში 4 ბურთი გავიდა, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებმა თამაშის დალაგება და გაკონტროლება შეძლეს, რაც საბოლოოდ მათი გამარჯვებით დაგვირგვინდა.

მატჩის გმირი ტამი აბრაჰამი გახდა. ლონდონელთა ახალწვეულმა დუბლის გაფორმება შეძლო და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

სამი ტურის შემდეგ „ჩელსის“ 1 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვს. ლამპარდის გუნდი 4 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

მე-4 ტურში „ლურჯები“ „შეფილდს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები