Aa Aa
24 აგვისტო 2019  |  12:32

L’Equipe: ნეიმარის გარემოცვა ფიქრობს, რომ პსჟ მას ამ ზაფხულს არ გაყიდის

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ ნეიმარის გარემოცვა უკვე სერიოზულად ღელავს და ფიქრობს იმაზე, რომ ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს პსჟ-ს ვერ დატოვებს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი „ბარსელონას“, „რეალისა“ და „იუვენტუსის“ არაშესაბამისი წინადადებები გახლავთ.

პარიზელებმა ვერ მიიღეს ისეთი პირობები, რომლის სანაცვლოდაც ნეიმარს შეელევიან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი კვირაზე ნაკლები რჩება.

მოსალოდნელია, რომ ნეიმარის ირგვლივ არსებული ქაოსი უახლოეს 48 საათში დასრულდება და ფეხბურთელის მომავალი ოფიციალურად გაირკვევა.

ესპანური Sport-ი კი წერს, რომ „ბარსა“ გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება და კლუბი ნეიმარის შეძენას მაქსიმალური ძალებით შეეცდება.

თუ, პსჟ ბრაზილიელს გაყიდის, ასეთ შემთხვევაში მათ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთონ, რადგან მისი შემცვლელის შესაძენად დრო დარჩეთ.

ხოლო, თუ ნეიმარი დარჩა, უკვე „ბარსელონასა“ და „რეალს“ მოუწევთ აჩქარება, რადგან ესპანურ გრანდებს მიმდინარე ფანჯრისას კიდევ მინიმუმ 1 ტრანსფერის განხორციელება აქვთ გეგმაში.

იმ ყველაფრის ფონზე, რაც ნეიმარს, პსჟ-სა და კლუბის ქომაგებს შორის მოხდა, ცოტა რთული წარმოსადგენია თუ როგორ უნდა გააგრძელოს ბრაზილიელმა კარიერა პარიზელთა რიგებში...

უმთავრესი სატრანსფერო საგა გადამწყვეტ ფაზაში შედის და უახლოეს 2 დღეში ბევრი დეტალის გარკვევაა მოსალოდნელი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!