Aa
Aa

"რომა" და "იუვე" რუგანის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ

„რომასა“ და „იუვენტუსს“ შორის დანიელე რუგანის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.

როგორც ცნობილია, „ვეკია სინიორას“ რუგანის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროსთან ერთად ორი ტალანტის - ალესიო რიკარდისა და ჟან სელარის მიღება სურს. ამ შემთხვევაში სატრანსფერო თანხა დაახლოებით 40 მილიონ ევროს გაუტოლდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რიკარდიმ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტით „იუვენტუსში“ კარიერის გაგრძელების პერსპექტივის არასასურველობაზე ღიად მიანიშნა.

Sportitalia წერს, რომ რომაელებს ეს პირობები არ მოსწონთ და ტურინელებს მხოლოდ 10 მილიონ ევროსა და ხსენებულ ფეხბურთელებს სთავაზობენ. ძნელი სათქმელია, რა აზრისაა ამ წინადადებაზე „იუვე“, თუმცა, სავარაუდოდ, იგი რუგანის ასეთ დაბალ ფასად არ დათმობს.

რუგანი „იუვენტუსს“ 2015 წელს „ემპოლიდან“ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები