Aa
Aa

სეზონში მე-5 ურთიერთშეხვედრა - ბასილაშვილი US OPEN-ს ფუქსოვიჩით დაიწყებს

ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე 3 დღით ადრე გამართულმა ძირითადი ბადის წილისყრამ ნიკოლოზ ბასილაშვილს პირველ მეტოქედ უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი არგუნა.

ჩოგბურთელები მიმდინარე სეზონში უკვე 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და მათგან 3-ჯერ თამაში ფუქსოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. საერთო ურთიერთშეხვედრებშიც უნგრელი 5:2-ს იგებს.

ბასილაშვილისა და ფუქსოვიჩის შეხვედრა 26 ან 27 აგვისტოს გაიმართება, ზუსტი თარიღი და დრო კვირას გამოცხადდება. მატჩის გამარჯვებული მეორე წრეში, დიდი ალბათობით, ტომაშ ბერდიხს შეხვდება, რომელსაც პირველ რაუნდში ერთ-ერთ კვალიფიკანტთან დაპირისპირება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მე-17 ნომრად განთესილ ბასილაშვილს საკმაოდ ხელსაყრელი ბადე აქვს და 1/8 ფინალამდე მისვლა სრულიად რეალური ამოცანაა. ამ სტადიაზე კი პოტენციური მეტოქე დანილ მედვედევი გახლავთ და თუ ქართველი მასაც მოუგებს 1/4 ფინალში წესით მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რამდენიმე კვირაა ამერიკაში იმყოფება და წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირისთვის ადგილზე ემზადება. ქართველ ჩოგბურთელს 180 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი, რომელიც გასულ წელს 1/8 ფინალურ ეტაპზე გასვლით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები