Aa
Aa

ვან დეიკს სამწვრთნელო კარიერა არ ხიბლავს

„ლივერპულის“ უკანახაზელი, ვირჯილ ვან დეიკი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დაწყებას არ აპირებს. საფეხბურთო სამყაროს ნაწილი თვლის, რომ ჰოლანდიელს ყველაფერი აქვს, რომ წარმატებული სპეციალისტი გახდეს. თუმცა 28 წლის მცველს რომელიმე გუნდის თავკაცის პოსტის ჩაბარების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.

„როცა ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, მეგონა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გავხდებოდი, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სხვა აზრზე ვარ. მწვრთნელისთვის შესაძლოა მსოფლიო ძალიან სასტიკი იყოს... ბევრი ადამიანია ისეთი, ვისი სიტყვებიც შენზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ თუ არჩევანი გაქვს, სჯობს ასეთ სიტუაციებს თავი აარიდო“.

„მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დავრჩები. სატელევიზიო ექსპერტის ფუნქციების შეთავსება ნამდვილად არ მინდა, რადგან ამ პოზიციაზე ყოფნისას ისეთი განცხადებები უნდა გააკეთო, რომლებიც არ გსურს“.

„ვნახოთ რა მოხდება. ნიჭიერი ფეხბურთელების შემჩნევა მეხერხება და შესაძლოა სკაუტის როლი მოვირგო. გამორიცხული არაფერია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები