Aa
Aa

"სპორტინგი" ფერნანდეშს "რეალს" სთავაზობს

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ „სპორტინგს“ ბრუნო ფერნანდეშის გასხვისება სურს და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „რეალს“ დაუკავშირდა.

„მანჩესტერთან“ და „ტოტენჰემთან“ განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, „ლომებმა“ ჟორჟე მენდეშს მიმართეს და გავლენიან აგენტს სთხოვეს 24 წლის ნახევარმცველის მსურველი კლუბი მოეძებნა.

ერთ-ერთი გუნდი, რომელთანაც „სპორტინგს“ საუბარი ჰქონდა, მადრიდის „რეალია“. ლისაბონელებმა „ლოს ბლანკოსს“ შეატყობინეს, რომ მზად არიან ფერნანდეში გაყიდონ, უბრალოდ მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება სურთ. გამოსასყიდი თანხა საბოლოოა და „ლომები“ უკან დახევას არ აპირებენ.

გასულ სეზონში ბრუნო ფერნანდეშმა 53 შეხვედრა ჩაატარა და 32 გოლი შეაგდო. „რეალის“ ხელმძღვანელობა მისი თამაშით მოხიბლულია, მაგრამ „სპორტინგის“ ლიდერზე წინ ნეიმარსა და პოგბას აყენებს. ასე რომ პორტუგალიელი ნახევარმცველის მომავალი აღნიშნულ დუეტზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები