ანელკა: „2019-20 წლების სეზონს რონალდუ უკეთ ჩაატარებს
Aa
Aa

ანელკა: „2019-20 წლების სეზონს რონალდუ უკეთ ჩაატარებს"

ლონდონის „ჩელსისა“ და „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიკოლა ანელკა დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრიშტიანუ რონალდუ 2019-20 წლების სეზონს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.

ანელკამ პორტუგალიელი შემტევის შესახებ Tutto Juve-სთან ისაუბრა და აღნიშნა: „მიმაჩნია, რომ რონალდუ წლეულს შარშანდელზე გაცილებით უკეთ იასპარეზებს“.

„კრიშტიანუს იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გასჭირვებია და იუვენტუსის რიგებში სადებიუტო სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. 2019-20 წლების სეზონში კრიშტიანუ უფრო მაღალ დონეზე იასპარეზებს. ამაში ეჭვი არ მეპარება. თუ მან ტრავმები და დისკვალიფიკაცია არ მიიღო, ბევრ გოლს გაიტანს“.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში ანელკა „ბებერი ქალბატონის“ ამბიციებს შეეხო და განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრების კარგი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ანელკას „ბიანკონერის“ რიგებში აქვს ნათამაშები. ფრანგი ფეხბურთელი 2013 წელს ტურინში იჯარის წესით იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები