Aa
Aa

"ფიორენტინა" კიეზას შემცვლელს ეძებს - "იუვე" სასურველ ტრანსფერს უახლოვდება

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, „იუვეს“ მთავარ ოფისში, ფაბიო პარატიჩისთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა გამართა.

Sky Sport Italia-სა და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ფიორენტინა“ კიეზას გაშვებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის შემცვლელს შეიძენს, რაზეც „იები“ მუშაობენ კიდეც. მათ სიაში პირველ ნომრად „ინტერის“ გარემარბი მატეო პოლიტანოა, სათადარიგო ვარიანტებად კი დომენიკო ბერარდი და როდრიგო დე პაული განიხილებიან.

პოლიტანოს დამატება რთული საქმე იქნება, რადგან იგი ანტონიო კონტეს „ნერაძურიში“ სჭირდება, ბერარდი ძვირი ღირს, რაც ყველაზე რეალურ კანდიდატურად დე პაულს აქცევს. ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ არგენტინელ შემტევს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში თამაში სურს, „ფიორე“ კი ასეთი არაა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გამოცემების თქმით, 21 წლის კიეზას „იუვენტუსთან“ კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და გასულ თვეს მის ტრანსფერს ხელს არც „ფიორენტინა“ უშლიდა, თუმცა გარიგება „ვიოლას“ ახალმა მფლობელმა, როკო კომისომ, დაბლოკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები