Aa
Aa

როხო "ოლდ ტრაფორდს" ტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელი უკანახაზელი, მარკოს როხო „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. 29 წლის ფეხბურთელს „ოცნებათა თეატრიდან“ წასვლის შანსი რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა, მაგრამ „ევერტონმა“ მის შეძენაზე უარი ბოლო მომენტში განაცხადა.

ბრიტანული და თურქული პრესის ცნობით ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. როხოს საკუთარ რიგებში ხილვით „ფენერბაჰჩეა“ დაინტერესებული და დიდი ალბათობით სამხრეთ ამერიკელი ადგილსამყოფელს შეიცვლის.

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ როხო „ფენერში“ იჯარის წესით გადავა და თურქეთში სეზონის ბოლომდე დარჩება.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ როხო უახლოეს პერიოდში „ფენერბაჰჩეს“ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები