Aa
Aa

"ჩელსის" "მონაკოს" წინადადება არ ხიბლავს, სად წავა ბაკაიოკო?

„ჩელსი“ ტიემუ ბაკაიოკოს „მონაკოში“ იჯარას ბლოკავს. „არისტოკრატები“ ფრანგი ფეხბურთელის შენარჩუნებას არ გეგმავენ, უბრალოდ მის სანაცვლოდ სარფიანი წინადადების მიღება სურთ.

RMC Sport-ის თანახმად „მონაკოს“ შეთავაზება „ლურჯების“ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ლონდონელები ბაკაიოკოს გასხვისებაზე უარს აცხადებენ.

ფრანგული პრესის ცნობით 25 წლის ნახევარმცველის საკუთარ რიგებში ხილვით „პარი სენ-ჟერმენიცაა“ დაინტერესებული, თუმცა „პარკ დე პრენსის“ ბინადრები ჯერჯერობით არ აქტიურობენ. აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი ბაკაიოკოს იჯარის წესით აყვანაზე ფიქრობს.

ბაკაიოკო „არისტოკრატების“ საკუთრებაა და „ლურჯებთან“ სამწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. გასული სეზონი მან იჯარის წესით „მილანში“ გაატარა, თუმცა „როსონერის“ სამომავლო გეგმებში ტიემუს კონტრაქტის გამოსყიდვა არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები