Aa
Aa

პრემიერ ლიგის გრანდები "რენის" ვუნდერკინდით დაინტერესდნენ

DailyMail-ის ცნობით „რენის“ ვუნდერკინდის, ედუარდო კამავინგას შეძენით ბრიტანული კლუბები ინტერესდებიან. „ნისლიან ალბიონზე“ 16 წლის ფეხბურთელის გადაბირება რამდენიმე გუნდს სურს, რომელთა შორის „სიტი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ არიან.

აღნიშნულ ტრიოს „რენისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩზე სკაუტები ჰყავდა გაგზავნილი. როგორც მოგეხსენებათ კამავინგამ პსჟ-ს წინააღმდეგ ფენომენალურად იასპარეზა და თავისი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ტოტენჰემი“ ანგოლელი მოთამაშის ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ შარშან ცდილობდა, მაგრამ  მიზანს ვერ მიაღწია. „სიტი“ და „არსენალი კი 16 წლის ფეხბურთელით ცოტა ხნის წინ დაინტერესდნენ.

ფრანგული პრესა კამავინგას პოლ პოგბასა და ნგოლო კანტეს ადარებს და იუწყება, რომ „რენის“ ახალგაზრდა ნახევარმცველს უდიდესი მომავალი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები