Aa
Aa

კასტილეხოს მსურველი გამოუჩნდა

„მილანის“ ესპანელი შემტევი, სამუ კასტილეხო შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. 24 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „სელტას“ სურს. Football Italia-ს ინფორმაციით ვიგოელები კასტილეხოს სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს იხდიან.

24 წლის ვინგერი „სელტას“ წინადადებას აქტიურად განიხილავს, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. „როსონერის“ გარემარბმა „მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკო ჯამპაოლოს 4-3-1-2 სათამაშო სქემაში თავი ვერ დაიმკვიდრა და წინასასეზონო მატჩებში ძირითადად შეცვლაზე გამოდიოდა.

„შავ-წითლებმა“ კასტილეხო შარშან შეიძინეს და მის სანაცვლოდ „ვილიარეალს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. ესპანელმა ფეხბურთელმა „როსონერის“ მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა და თავი არაფრით გამოუჩენია. 24 წლის შემტევის ანგარიშზე მხოლოდ 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები