დრამა მატჩის ბოლო წუთებზე - განამ პანამას მოუგო
Aa
Aa

დრამა მატჩის ბოლო წუთებზე - განამ პანამას მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში პანამის ნაკრები განას დაუპირისპირდა. მატჩი აფრიკელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში პანამა უპირატესობას ფლობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი გუნდებს არ შეუქმნიათ. მე-60 წუთზე პანამა ძალიან ახლოს იყო გოლთან, თუმცა კრისტიან მარტინესის დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. მალევე საგოლე მომენტი ჯორდან აიუს შეექმნა, თუმცა პანამელმა მცველმა განელთა გამოცდილ ფორვარდს დაასწრო და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 95-ე წუთზე გავიდა. ბრენდონ თომას-ასანტე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ცარიელ კარში კალებ ირენკის გაატანინა.

ინგლისსა და განას 3-3 ქულა აქვთ, ხორვატიასა და პანამას კი 0. მომდევნო ტურში ინგლისი განას შეხვდება (23 ივნისი), პანამა კი ხორვატიას დაუპირისპირდება (24 ივნისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძლიერი მეტოქე გვყავდა, ვნერვიულობდით“ | ტუხელისა და კეინის კომენტარები
„ძლიერი მეტოქე გვყავდა, ვნერვიულობდით“ | ტუხელისა და კეინის კომენტარები