Aa
Aa

"იუვენტუსმა" დაადასტურა: სარის პნევმონია აქვს!

მაურიციო სარიმ გასულ კვირას "იუვენტუსის" რამდენიმე ვარჯიში გააცდინა, რასაც "ტრიესტინასთან" გამართული ამხანაგური მატჩის გამოტოვებაც მოჰყვა. დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ 60 წლის იტალიელ სპეციალისტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ტურინულმა კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც სარის დაავადების შესახებ წერია და აღნიშნულია, რომ მას ფილტვების მწვავე ანთება, იგივე პნევმონია აქვს. 

"ვეკია სინიორას" დამრიგებელი აქტიური მწეველია და, როგორც რამდენიმე თვის წინ თავად თქვა, დღეში დაახლოებით 60 ღერ სიგარეტს ეწევა. არსებობს ვარაუდი, რომ ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ ამ მავნე ჩვევას უკავშირდება.

სარი ექიმების პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშაა და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა შაბათამდე მომჯობინებას, როცა მისი გუნდი სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად "პარმას" უნდა შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები