Aa
Aa

იოვიჩისთვის ბრძოლაში "ინტერიც" ჩაერთო

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Corriere della Sera იუწყება, რომ „ინტერი“ ლუკა იოვიჩის იჯარის წესით აყვანას განიხილავს. „ნერაძურის“ ამ ზაფხულს შეტევის ხაზის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და ედინ ჯეკოსთან განცდილი კრახის შემდეგ, თვალი „ბლანკოსის“ სერბ თავდამსხმელს დაადგა.

ესპანური პრესა დიდი ხანია წერს, რომ იოვიჩის გასხვისებაზე „სამეფო კლუბიც“ ფიქრობს. 21 წლის ცენტრფორვარდმა წინასასეზონო მატჩებში თავი ვერაფრით გამოიჩინა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ბლანკოსმა“ იოვიჩი „აინტრახტიდან“ შეიძინა და მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადა. „რეალი“ სერბ თავდამსხმელზე დიდი იმედებს ამყარებდა, თუმცა ჯერჯერობით ლუკა გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

აღსანიშნავია, რომ იოვიჩის გარდა, „ნერაძურის“ ალექსის სანჩესსაც უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები