Aa
Aa

პოკერი სატრანსფერო წესებით - Sport-ი ნეიმარის ტრანსფერის ახალ დეტალებზე

კატალონიურმა Sport-მა ნეიმარის სატრანსფერო რბოლა პოკერის თამაშს შეადარა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელის მომავალი ჯერ კიდევ სრულიად გაურკვეველია. გამოცემის თქმით, 2 სექტემბრამდე, როცა სატრანსფერო ფანჯარა იხურება, ნებისმიერი განვითარების მოწმე შეიძლება გავხდეთ.

„რეალის“ აქტიურობის მიუხედავად, კატალონიური გამოცემა ტრანსფერში ფავორიტად მაინც „ბარსელონას“ თვლის, რის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად კლუბსა და პსჟ-ს შორის ყოველდღიურ, პრაქტიკულად უწყვეტ კონტაქტს ასახელებს.

მეორე მხრივ, პარიზელთა თავკაცმა, ტომას ტუხელმა, გუშინ საღამოს, „რენთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თუკი კლუბი ნეიმარის შემცვლელს ვერ მოძებნის, ბრაზილიელს „პარკ დე პრენსზე“ დარჩენა მოუწევს.

27 წლის სუპერვარსკვლავს კარიერის კვლავ პარიზში გაგრძელება არ სურს, მას „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა, რაზეც ნასერ ალ ხელაიფისთან შეთანხმების მიღწევაა საჭირო. პარიზელთა პრეზიდენტთან „ბარსელონასა“ და თავად ფეხბურთელის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

კიდევ ერთი კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo, მომდევნო დღეებს მნიშვნელოვნად თვლის, თუმცა მაინც ვარაუდობს, რომ ყველაფერი აგვისტოს ბოლოს გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები