Aa
Aa

დი მარციო: რიბერისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ფიორენტინაა"

ფრანგი ვარსკვლავი, ფრანკ რიბერი, ფლორენციის „ფიორენტინაში“ გადასვლის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. 36 წლის ვინგერს ლონდონის „არსენალი“, ფრანკფურტის „აინტრახტი“, მოსკოვის „დინამო“ და მოსკოვის „სპარტაკი“ ეპატიჟებიან, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს თქმით, სატრანსფერო რბოლაში მთავარ ფავორიტად სწორედ „ფიორენტინა“ ითვლება.

რიბერი მზადაა, „ვიოლასთან“ კონტრაქტის პირად დეტალებზე მოლაპარაკებები დაიწყოს, რასაც ფლორენციელთა წარმომადგენლებიც ადასტურებენ. „იების“ სპორტული დირექტორის, დანიელე პრადეს, განცხადებით, კლუბი ფრანგით სერიოზულად ინტერესდება, არჩევანი კი თავად რიბერიზეა.

ვეტერან ვარსკვლავს მოსკოვური კლუბებისგან მსუყე წინადადებები აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, მას კვლავ უმაღლეს დონეზე თამაში სურს და შუაგულ ევროპაში დარჩენას ამჯობინებს.

ფრანკ რიბერის „ბაიერნთან“ სეზონის ბოლოს კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ გუნდში გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. იგი მიუნხენელთა მაისურით 2007 წლიდან თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები