Aa
Aa

"ლაციო", "სამპდორია", "მილანი" და ახლა უკვე "ბაიერნი"! - "კიევოს" ტალანტზე დიდი მოთხოვნაა

მიუნხენის „ბაიერნი“ ვერონას „კიევოს“ 18 წლის ტალანტის, ემანუელ ვინიატოს, ტრანსფერით დაინტერესებულ კლუბებთა რიგებს შეუერთდა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, „რეკორდმაისტერმა“ ვერონელთა ხელმძღვანელობას პირველი ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა, თუმცა „ჯალობლუს“ უფროსობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. „ლაციოს“, „სამპდორიასა“ და „მილანის“ სახით, თინეიჯერ შემტევ ნახევარმცველს კიდევ 3 სერიოზული მსურველი ჰყავს.

ემანუელ ვინიატომ სერია A-ში პირველად გასულ სეზონში ითამაშა და ჯამში 10 შეხვედრა გამართა, აქტივში კი 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. ფეხბურთელს მიწვევა ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებიდან ჰქონდა, რომელთან ერთადაც შეკრებაც გაიარა, თუმცა საბოლოო არჩევანი იტალიის ასაკობრივ ნაკრებებზე გააკეთა და 17 და 18-წლამდელთა გუნდებში ითამაშა.

ვინიატო რამდენიმე დღეში 19 წლის გახდება და, როგორც ვხედავთ, ნაკლებად სავარაუდოა, მომდევნო სეზონი სერია B-ში დაქვეითებულ „კიევოში“ გაატაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები