Aa
Aa

"ბარსამ" და "ბაიერნმა" დაადასტურეს! კოუტინიო გერმანიაში მიდის

"ბარსელონამ" და "ბაიერნმა" დაადასტურეს, რომ ფილიპე კოუტინიო ერთწლიანი იჯარით მიუნხენურ გრანდში იასპარეზებს. ვადის გასვლის შემდეგ კი "რეკორდმაისტერს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

"ბლაუგრანას" "კოუს" გასხვისება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დარსულებამდე უნდოდა და როგორც იქნა ოცნება აიხდინა. აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარებაღა დარჩა.

კოუტინიო უახლოეს დღეებში მიუნხენში ჩავა, გერმანულ გრანდთან საბოლოო დეტალებს შეათანხმებს და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით "ბაიერნი" "პატარა ჯადოქრის" ხელფასს, დაახლოებით 12 მილიონს დაფარავს, "ბარსელონას" იჯარის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაუხდის და ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეეძლება.

"ბარსას" სპორტულმა დირექტორმა, გილერმო ამორმა კოუტინიოს შესახებ Movistar+-სთან ისაუბრა და განაცხადა: "შემიძლია დავადასტურო, რომ კოუტინიოს იჯარასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა".

"ბაიერნის" მხრიდან ჰასან სალიჰამიდიჩმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: "შემიძლია დავადასტურო, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე და მე ბარსელონასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და კლუბთან, ფეხბურთელთან და მის აგენტთან შეთანხმებას მივაღწიეთ".

"მინდა ბარსელონას მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა ყველაფერი არ დასრულებულა და რამდენიმე დეტალია დარჩენილი - სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება".

"ერთწლიანი იჯარა იქნება, რომლის დასრულების შემდეგ ბაიერნს ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები