Aa
Aa

"ბაიერნი" არ ნებდება - "რეკორდმაისტერს" ვერნერი სურს

მიუნხენის „ბაიერნს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე შემადგენლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და რამდენიმე ფეხბურთელს უმიზნებს. ერთ-ერთი მათგანი „ლაიფციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერია.

„რეკორდმაისტერს“ გერმანელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესი დიდი ხანია აქვს და Bild-ის ინფორმაციით ვერნერისთვის ბრძოლაში ფავორიტიც გახლავთ. „ლაიფციგი“ 23 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებაზე არაა ორიენტირებული და სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში თანახმაა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შეელიოს.

გერმანული გამოცემის თანახმად „ლაიფციგი“ ვერნერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. „ბაიერნი“ კი 23 წლის ფორვარდს 25 მილიონ ევროდ აფასებს.

მიუნხენელებმა პოლიტიკა უნდა შეცვალონ, თორემ გერმანელი ახალგაზრდას საკუთარ რიგებში ხილვა „რეკორდმაისტერის“ გარდა  „ნაპოლის“, „რომასა“ და „ვალენსიას“ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები